კორონავირუსი ოლიმპიადას უტევს: ახალი მსხვერპლი კალათბურთი 3x3-ზე გახდა

სიახლეები / კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 04-მარ, 16:409 GioToServe 143
image



როგორც იცით, კალათბურთი 3x3-ზე ოლიმპიური სპორტია, მაგრამ კორონავირუსი აღნიშნულ სახეობასაც შეეხო. მოახლოებული ტურნირი 18-22 მარტს ბანგალორეში, ინდოეთში უნდა გამართულიყო, თუმცაღა, საშიში ინფექციის გავრცელების მასშტატების ზრდიდან გამომდინარე, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია "FIBA"-მ შეჯიბრებაში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, საკუთრივ მოთამაშეების, მონაწილეებისა და დამსწრე საზოგადოების უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად, ტურნირი გადაიდო.

საუბარია 3x3-ზე კალათბურთის ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომლის ჩატარების ახალი დრო და ლოკაცია ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცაღა, "FIBA" და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი "IOC" გვპირდებიან, რომ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ. ერთადერთი ისაა ცნობილი, რომ საკვალიფიკაციო ტურნირი უფრო ადრე უნდა ჩატარდეს, ვიდრე ძირითადი შეჯიბრება, რომელიც 24-26 აპრილს, უნგრეთში უნდა გაიმართოს.

ტურნირის კვალიფიკაციაში უკრაინაც იბრძვის, რომლის მეტოქე ჯგუფში ირანი, იაპონია, თურქმენეთი და ავსტრალია იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი იაპონიასაც უტევს, მაგრამ საბჭოს გადაწყვეტილებით, ოლიმპიური თამაშების გადადების ვარიანტი არც კი განიხილება და წლის მთავარი მოვლენა აუცილებლად დათქმულ ვადებში ჩატარდება. აღნიშნული მტკიცე გადაწყვეტილების მიზეზი უმთავრესად ის მილიარდები უნდა იყოს, რაც ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში ჩაიდო.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (18)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)