"ქუმარიტაშვილის გამოუცდელობაზე საუბარი არაკომპეტენტურია"

სიახლეები / სხვა სახეობები / ზამთრის სპორტი 05-ოქტ, 21:199 Sportnews 1784


კანადის იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა 5 ოქტომბერს 16-გვერდიანი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ქართველი ოლიმპიელის - ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის მიზეზებზე. დასკვნაში საუბარია იმის შესახებ, რომ 21 წლის ქუმარიტაშვილის გარდაცვალებაში როლი გარკვეულწილად სპორტსმენის გამოუცდელობამ ითამაშა.

კანადელთა დასკვნას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც სამინისტროში საგანგებო განცხადება გააკეთა.

ლადო ვარძელაშვილი - „ტომ პავლოვსკი - პიროვნება რომელმაც დადო ეს დაკვნა კანადის იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ეს დეპარტამენტი იძიებს ადამიანების სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებს, სტატისტიკას და ასევე იძიებს ისეთ არაორდინარულ და ფატალურ შემთხვევებს როგორიც მოხდა ვანკუვერში ნოდარ ქუმარიტაშვილთან დაკავშირებით.

ანუ ფაქტობრივად, ეს პიროვნება გახლავთ სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელი. მან დასკვნაში ახსენა სპორტსმენის გამოუცდელობა, თუმცა იმავე დასკვნაში წერია, რომ ტრასის უსაფრთხოება საჭიროებს შემოწმებას.

მის გარდა, სამართალდამცავებზე გაცილებით უფრო კომპეტენტურ სპეციალისტებს, იგივე ციგაობის ფედერაციის პრეზიდენტს - ჯოზეფ ფენდტს უკვე აქვს გამოქვეყნებული დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ფატალური შედეგი ტრასის გაუმართაობის ბრალი იყო.

ამის ირიბი დადასტურებაა თუნდაც ის, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, საციგაო ფედერაციასთან ერთად, ბაკურიანში ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ტრასას აშენებს. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო სპორტულმა და ოლიმპიურმა ფედერაციებმა ფაქტობრივად აღიარეს, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილის სიკვდილი ტრასის გაუმართაობის ბრალი იყო.

მიმაჩნია, რომ კანადის სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლის საგამოძიებო დასკვნა სავარაუდოდ ნაკლებად კომპეტენტურია. იმის განცხადება, რომ ქუმარიტაშვილი გამოუცდელი იყო სპორტსმენის შეურაცხყოფაა. ნოდარ ქუმარიტაშვილი 21 წლის ასაკში რეიტინგით მე-18 ადგილზე იყო, მას მოპოვებული ჰქონდა ოლიმპიადის ლიცენზია და განცხადება მისი ნამდვილად არასერიზულია. იმ შემთხვევაში, თუ ნოდარის ოჯახი გამოთქვამს სურვილს სახელმწიფო შესაბამის რეაგირებას მოახდენს კანადელი სამართალდამცავების მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე."

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ საგაბგებო დასკვნა საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ გამოქვეყნა, სადაც უბედური შემთხვევის მიზეზად ფატალურ დამთხვევათა ჯაჭვი დასახელდა.

უბედური შემთხვევა ვანკუვერში 12 თებერვალს, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და ტრასის ბორტს დაეჯახა. სამწუხაროდ, ტრავმა სასიკვდილო აღმოჩნდა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (126)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი