10 საფეხბურთო მატჩი, რომლებიც კორონავირუსის გამო, ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარდება

სიახლეები / ფეხბურთი / ჩემპიონთა ლიგა / ევროტურნირები 10-მარ, 17:329 GioToServe 130
image



ხუთშაბათს, 12 მარტს, ევროპის ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში, "შახტარი" "ვოლფსბურგს" ცარიელი ტრიბუნების ფონზე დაუპირისპირდება.

ვებგვერდ "wolfsburger-nachrichten.de"-ს ინფორმაციით, შეხვედრა დამსწრე მაყურებელთა გარეშე კორონავირუსის საფრთხის გამო გაიმართება.

გამომდინარე იქიდან, რომ "შახტარი" გასვლაზე თამაშობს, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გერმანული კლუბის ხელმძღვანელობამ ქალაქის სამმართველო ორგანოებთან კონსულტაციის შემდგომ მიიღო. უახლოეს მომავალში, ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად გასაჯაროვდება.

ამგვარად, ცნობილია ევროპის ლიგის 1/8 ფინალის უკვე 6 მატჩი, რომელთაც არავინ დაესწრება. ესენია: "კოპენჰაგენი" - "ისტანბულ ბაშაკშეჰირი", "ბაზელი" - "აინტრახტი", "სევილია" - "რომა", "ოლიმპიაკოსი" - "ვულვზი", "ხეტაფე" - "ინტერი" და ზემოხსენებული შეხვედრა.

აქვე შეგახსენებთ, რომ მაყურებელთა გარეშე ჩატარდება ჩემპიონთა ლიგის შემდეგი მატჩები: "ბარსელონა" - "ნაპოლი", "პ.ს.ჟ." - დორტმუნდის "ბორუსია" და "ვალენსია" - "ატალანტა".

ამას გარდა, ისიც გაირკვა, რომ უკრაინის ეროვნული ნაკრები პოლონეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, რომელიც ასევე ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (22)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)