საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსის გამო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სიახლეები / ფეხბურთი 11-მარ, 13:319 crash 150
image



საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატი 1 აპრილამდე შეჩერდება.

ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ამის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა:

“მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების 1 აპრილამდე შეჩერების თაობაზე. ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (36)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)