"სევილიას" ფეხბურთელებს "რომას" წინააღმდეგ თამაში არ უნდათ

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / იტალია / ევროტურნირები 11-მარ, 17:119 GioToServe 104
image



პრესტიჟული იტალიური გამოცემის, "Calciomercato"-ს ინფორმაციით, "სევილიას" რამდენიმე მოთამაშე პროტესტს გამოთქვამს და "რომას" წინააღმდეგ, ევროპის ლიგის 1/8 ფინალში თამაში არ სურს. ფეხბურთელთა ნაწილს კორონავირუსით დაავადების ეშინია, რომელიც იტალიაში მძვინვარებს.

ზემოაღნიშნული შეხვედრა 12 მარტისთვისაა ჩანიშნული.

ცოტა ხნის წინ, ესპანეთმა იტალიასთან ავიამიმოსვლა შეზღუდა, რითაც "რომას" ფეხბურთელებს გარკვეული პრობლემები შეექმნათ. უფრო ზუსტად, ისინი იძულებული იქნებიან, რომ ჯერ პორტუგალიაში ჩაფრინდნენ, შემდგომ კი ავტობუსით ესპანეთს მიაშურონ.

დღეისათვის, იტალიაში კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 11 ათასს აღწევს, გარდაცვლილა ოდენობა კი 700-მდეა.

რაც შეეხება ესპანეთს, აქ დაავადებულთა მაჩვენებელი 3,000-მდეა, აქედან 47 შემთხვევა ფატალურად დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ვირუსის მასშტაბების ზრდიდან გამომდინარე, "სერია A" გაურკვეველი დროით შეჩერდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (8)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)