ევროპის ლიგის მატჩი "სევილია" - "რომა" აღარ ჩატარდება

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / იტალია / ევროტურნირები 11-მარ, 18:189 GioToServe 146
image



ევროპის ლიგის 1/8 ფინალური მატჩი "სევილიასა" და "რომას" შორის აღარ გაიმართება.

კორონავირუსის მასშტაბების ზრდიდან გამომდინარე, ესპანეთმა იტალიასთან ფრენები შეაჩერა, "რომამ" კი ქვეყანაში ჩაფრენის ექსკლუზიური უფლება ვერ მოიპოვა. უფრო ზუსტად, საფეხბურთო მატჩის გამო, ესპანეთის მთავრობამ გამონაკლისი არ დაუშვა.

შექმნილი მძიმე ვითარება "რომამ" "უეფას" უკვე აცნობა და ახლა ორგანიზაციისგან ოფიციალურ გადაწყვეტილებას ელის.

ზემოაღნიშნული შეხვედრა "სევილიაში", 12 მარტს, დამსწრე მაყურებელთა გარეშე უნდა ჩატარებულიყო.

ცოტა ხნის წინ, მასმედიაში ისიც დაიწერა, რომ კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად, "სევილიას" ზოგიერთმა ფეხბურთელმა "რომას" წინააღმდეგ თამაშზე უარი თქვა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (18)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)