<<>>

სფფ კორონავირუსის გამო გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

სიახლეები / ფეხბურთი 12-მარ, 13:459 crash 161
image



გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის, კორონავირუსის საფრთხის გამო უმაყურებლოდ ჩატარდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ცხადია, ლოგიკური ვარაუდი საფუძველს მოკლებული არაა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ინფორმაციას არ ადასტურებენ. სფფ-ს პრესსამსახურში ამბობენ, რომ 26 მარტს, გასამართი შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის და ოფიციალური ინფორმაცია ცნობილი მოგვიანებით გახდება.

შეგახსენებთ, სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უეფას მატჩის გადადების თხოვნით მიმართა და ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო ამ საკითხზე მუშაობს.

არსებული მდგომარეობით, შეხვედრა 26 მარტს, “დინამო არენაზე” უნდა გაიმართოს. ყველა ბილეთი მატჩამდე 1 თვით ადრე გაიყიდა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (92)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (645)
სიტი-რეალი