"უეფა" ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის თაობაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სიახლეები / ფეხბურთი / ევროტურნირები 12-მარ, 17:309 GioToServe 154
image



კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით, "უეფამ" ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესაძლო გადადების თაობაზე ოფიციალური კომენტარი გააკეთა:

"დღეისათვის, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გადადების მიზეზი არ არსებობს. კორონავირუსთან დაკავშირებით, "უეფა" საერთაშორისო და ადგილობრივ სამთავრობო ორგანოებთან აქტიურ კავშირში იმყოფება. ამ მომენტისათვის, ჩვენთვის არცერთ ეროვნულ ასოციაციას არ უთხოვია "ევრო 2020"-ის შეჩერება." - ციტირებს გამოცემა "Goal" "უეფას" პრესსამსახურის წარმომადგენლის სიტყვებს.

"უეფა" ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჩატარებას ჩვეულ რეჟიმში, დამსწრე მაყურებლებთან ერთად გეგმავს.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (36)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)