"იუვენტუსის" ვარსკვლავს კორონავირუსი დაუდგინდა

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია 12-მარ, 18:059 GioToServe 158
image



"იუვენტუსის" ცენტრალურ მცველ დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინეს. აღნიშნულ ინფორმაციას "ბებერი ქალბატონის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კლუბის თქმით, ფეხბურთელს დაავადების გამოხატული სიმპტომები ჯერ-ჯერობით არ აღენიშნება.

ტურინული გუნდი იზოლაციის ყველა პროცედურას მიმართავს, რაც კი კანონითაა გათვალისწინებული. ყველა ფეხბურთელი, ვისაც რუგანისთან ბოლო დროს კონტაქტი ჰქონდა, კარანტინში მოთავსდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის მატჩი "ინტერსა" და "ხეტაფეს" შორის, ასევე ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა "იუვენტუსსა" და "ლიონს" შორის აღარ გაიმართება.

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ კარანტინში კრიშტიანუ რონალდუც მოათავსეს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (18)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)