კრიშტიანუ რონალდუ კარანტინშია

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია 12-მარ, 18:379 GioToServe 166
image



მას შემდგომ, რაც "იუვენტუსის" ვარსკვლავ დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა, კარანტინის გავლა კრიშტიანუ რონალდუსაც მოუწევს, მაგრამ პორტუგალიაში.

ოთხშაბათს, რუგანიმ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც "იუვენტუსმა" "ინტერს" სძლია, რუგანი ამ დროს სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა. 72 საათის შემდგომ, დანიელეს ტესტმა ვირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა.

მართალია შეხვედრა მაყურებლების გარეშე ჩატარდა, მაგრამ "სან სიროზე" მოპოვებული გამარჯვების შემდგომ, ბუნებრივია, რომ რუგანი და რონალდუ ერთ გასახდელში იმყოფებოდნენ.

ახლა "იუვენტუსის" ყველა წევრი თვითიზოლაციაში აღმოჩნდა, რონალდუმ კი მადეირაში დაბრუნდა მოასწრო.

ჩრდილოეთ იტალია ევროპაში კორონავირუსის ყველაზე დიდი კერაა და რონალდუ ტურინში დიდი ხანი აღარ დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ დროებით შეჩერებულია იტალიის, ესპანეთის, საქართველოს და სხვა ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატებიც.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (36)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)