ამ წუთას "უეფამ" ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა შეაჩერა

სიახლეები / ფეხბურთი / ჩემპიონთა ლიგა / ევროტურნირები 13-მარ, 14:449 GioToServe 101
image



ახლახანს, "უეფამ" ყველა საკლუბო ჩემპიონატის გაურკვეველი დროით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ამგვარად, "უეფას" ეგიდის ქვეშ მყოფი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მატჩები, რომლებიც მომდევნო კვირისათვის გახლდათ ჩანიშნული, გადაიდო. აღნიშნული ინფორმაცია თავად გაერთიანების ოფიციალურ ვებგვერდზე დადასტურდა:

"ევროპაში გავრცელებული კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე, "უეფამ" ყველა საკლუბო შეჯიბრება შეაჩერა. ჩვენი გადაწყვეტილება განპირობებული იყო სხვადასხვა ქვეყნის მთავრობათა რეკომენდაციებითა და მათთან თანამშრომლობით, ჩვენ ყველანი ერთად ვებრძვით "COVID-19"-ს. გაცნობებთ, რომ მომავალი კვირის ყველა მატჩი გადაიდო." - ნათქვამია "უეფას" ოფიციალურ განცხადებაში.

თუ როდის გაიმართება პრესტიჟული ტურნირის დარჩენილი შეხვედრები, ჯერ-ჯერობით უცნობია. გადაწყვეტილება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე იქნება დამოკიდებული.

თავის მხრივ, ზემოაღნიშნული ნიშნავს იმას, რომ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის 1/4 ფინალური მატჩები, რომლებიც 20 მარტს უნდა გამართულიყო, აღარ ჩატარდება.

კორონავირუსის გამო, შესაძლოა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატიც გადაიდოს. აღნიშნულთან მიმართებით, ოფიციალურ გადაწყვეტილებას 17 მარტს შევიტყობთ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (18)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)