ახლახანს, საფრანგეთისა და ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატებიც შეჩერდა

სიახლეები / ფეხბურთი / საფრანგეთი / უცხოური ფეხბურთი 13-მარ, 14:569 GioToServe 152
image



ფრანგული "ლიგა 1"-ისა ბელგიური "ჟიუპილერის" საფეხბურთო ლიგების ოფიციალურ ვებგვერდებზე ახლახანს ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომელთა თანახმადაც, კორონავირუსის გამო, ორივე ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატი გაურკვეველი დროით შეჩერდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ლიგებმა მას შემდგომ მიიღეს, რაც სამთავრობო სტრუქტურებთან, უფრო ზუსტად კი უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოსთან კონსულტაციები გაიარეს.

რაც შეეხება "ლიგა 1"-ს, ფრანგები 15 აპრილამდე მატჩების დამსწრეების გარეშე ჩატარებას გეგმავდნენ, მაგრამ კორონავირუსმა საფრანგეთში ფეხი უკვე მყარად მოიკიდა, რის გამოც, ჩემპიონატი ვეღარ გაგრძელდება.

ბელგიის საფეხბურთო ლიგა "ჟიუპილერიც" მინიმუმ 3 აპრილამდე ვერ განახლდება.

ფეხბურთელები საკუთარ სახლებში, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ "COVID-19"-ის გამო, შეჩერებულია "ლა ლიგა", "სერია A", პორტუგალიისა და საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატებიც.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (36)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)