"რეალის" ფორვარდი: "იმავე აუზში ვბანაობდი, რომელშიც კორონავირუსით ინფიცირებული"

სიახლეები / რეალი / ფეხბურთი / ესპანეთი 13-მარ, 15:089 GioToServe 2269
image



მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი გამოტყდა, რომ მიღებული ტრავმიდან რეაბილიტაციის პერიოდში, იგი იმავე აუზში აღმოჩნდა, რომელშიც კორონავირუსით დაავადებული ადამიანი იმყოფებოდა.

"ჩვენ ყველას უკვე გვაცნობეს, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში სპორტული აქტივობები შეჩერებულია და არც კლუბის ვარჯიშები აღარ გაიმართება. თითოეული ჩვენგანი სახლში, თვითიზოლაციაში უნდა იყოს და მადრიდი არ დავტოვოთ."

"იმდენად, რამდენადაც მე ტრავმირებული ვიყავი, 2-3 დღის განმავლობაში საერთოდ არ მივარჯიშია და ძალებს აუზში ვიღდგენდი. იმავე აუზში ვბანაობდი, რომელშიც კორონავირუსით დაავადებული სპორტსმენი ცურავდა. კარანტინი გარდაუვალი იყო, მე ხომ წარმოდგენა არ მქონდა, ის დაავადებული იყო თუ არა."

"ახლა, მე თავს კარგად ვგრძნობ და "COVID-19"-ისათვის დამახასიათებელი სიმპტომები არ მაქვს. კლუბის გადაწყვეტილებას ველით."
- გამოტყდა იოვიჩი გამოცემა "B92"-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისათვის, სპორტის სხვადასხვა სახეობებთან ერთად, შეჩერებულია "სერია A", "ლა ლიგა", საფრანგეთის, ბელგიის, საქართველოს, პორტუგალიისა და სხვა ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატები.

რამდენიმე საათის წინ, "უეფამ" ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გათამაშებაც შეაჩერა.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (43)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)