"ევერტონი" კარანტინშია - ინგლისური "პრემიერ-ლიგა" შესაძლოა შეჩერდეს

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი 13-მარ, 15:409 GioToServe 139
image



"ევერტონის" ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ გუნდს კარანტინში გასვლა მოუწია.

კლუბის ერთ-ერთ ფეხბურთელს კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, რის შემდგომაც, ექიმებმა თითოეულ ფეხბურთელსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს კარანტინში გასვლისაკენ მოუწოდეს.

"უსაფრთხოების ნორმების დაცვის მოტივაციით, ექიმთა რჩევით, მთელი გუნდი, სამწვრთნელო შტაბითა და ფეხბურთელებით, გარკვეული დროის განმავლობაში თვითიზოლაციაში ვიქნებით."

"ამ ნაბიჯის გადადგმა მოგვიწია მას შემდგომ, რაც გუნდის ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთმა მოთამაშემ გვამცნო, რომ მას კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა. ჩვენ ამ პიროვნებასთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. თვალყურს ვადევნებთ ჩვენთან მყოფ ყველა ფეხბურთელისა და დასაქმებული პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობას."
- ნათქვამია "ევერტონის" ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტს, "ევერტონი" ინგლისური "პრემიერ-ლიგის" 30-ე ტურის ეგიდით, "ლივერპულს" უნდა შეხვედროდა, მაგრამ მატჩი აღარ ჩატარდება.

დიდია შანსი იმისა, რომ სხვა ჩემპიონატების მსგავსად, "პრემიერ-ლიგა" უახლოეს საათებში საერთოდ შეჩერდეს, რადგანაც დაავადებულ ფეხბურთელთა რაოდენობა ინგლისშიც ყოველდღიურად იზრდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (11)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)