"ჩელსის" ფეხბურთელი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი 13-მარ, 15:499 GioToServe 156
image



"ჩელსის" ნახევარმცველი კალუმ ჰადსონ-ოდოი აცხადებს, რომ იგი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ეს ინფორმაცია ფეხბურთელმა საკუთარი სოციალური ქსელის, "ტვიტერის" მეშვეობით გვაცნობა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ფეხბურთელი გაციების სიმპტომების გამო ვარჯიშებს აცდენდა, მაგრამ 13 მარტს, დილით, "ჩელსიმ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ოდოის კორონავირუსი ჰქონდა.

"ალბათ იცით, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ვირუსი მქონდა, რომელსაც ვაჯობე. სანიტარულ ნორმებს ვიცავ, თვითიზოლაციაში ვიმყოფები და მომავალი კვირების განმავლობაში არავისთან არ მექნება შეხება. იმედი მაქვს, რომ მინდორზე ერთმანეთს მალე შევხვდებით." - ამბობს ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ ინფიცირებულია "არსენალის" მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტაც.

"ჩელსის" ფეხბურთელი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (18)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)