"არსენალის" მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტას კორონავირუსი დაუდგინდა

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი 13-მარ, 16:019 GioToServe 152
image



ლონდონის "არსენალის" მთავარ მწვრთნელ მიკე არტეტას კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნული ინფორმაცია "მეთოფეების" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ინგლისური გრანდის ყველა წევრი ახლა თვითიზოლაციაში ინაცვლებს და უსაფრთხოების ნორმების დაცვას შეეცდება:

"ფეხბურთლებისა და ფართო საზოგადოების ჯანმრთელობა ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ზუსტად ამაზე ვართ კონცენტრირებულნი. მიკელზე ვფიქრობთ, რომელსაც საკუთარმა დიაგნოზმა გული ძალიან დაწყვიტა, მაგრამ მხნეობას ინარჩუნებს."

"შესაბამის პირებთან აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ და შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ვეძებთ. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ვარჯიშების განახლებას და სამედიცინო შტაბი ამის უფლებას მოგვცემს."
- აცხადებს კლუბის ადმინისტრატორი ვინაი ვენკატეშამი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, "ლესტერის" მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ კლუბში კორონავირუსით 3 ფეხბურთელია ინფიცირებული.

ცოტა ხნის წინ, კარანტინში მთელი "ევერტონი" გავიდა და დიდი შანსია, რომ "პრემიერ-ლიგა" უახლოეს საათებში სხვა ტურნირების მსგავსად შეჩერდეს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (8)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)