"ბელარუსში უნდა ჩატარდეს" - რას წერს ბელარუსული მედია საქართველოს შესახებ

სიახლეები / ფეხბურთი 13-მარ, 16:479 crash 141
image



26 მარტს წესით და რიგით, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებთა ევრო 2020-ის პლეი ოფის მატჩი უნდა გაიმართოს, თუ ახალი კორონავირუსის პანდემია შეხვედრის გამართვას ხელს არ შეუშლის.

საქართველოში დიდი აჟიოტაჟია მატჩთან დაკავშირებით, ბელარუსში მასშტაბი მცირეა, თუმცა იქაც მოუთმენლად ელიან პლეი ოფის დაპირისპირებას.

Прессбол-მა ჯანო ანანიძის ტრავმის შესახებ ამცნო მკითხველს და სათაურში ის "საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად" მოიხსენია. რასაც მკითხველთა კომენტარები მოჰყვა: "თუ ანანიძე მათი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, მაშინ ჩვენებმა უბრალოდ აუცილებლად უნდა მოუგონ საქართველოს ნაკრებს, სხვა ვარიანტი არც უნდა განიხილებოდეს. რასაც ვუსურვებ კიდეც ნაკრებს", - წერს ერთ-ერთი. "ის ჭადრაკს უნდა თამაშობდეს. სულ ეცემა, 27 წლის ასაკში მგონი 3 ათეული ტრავმა აქვს მიღებული. თუ ისევ ის მუხლია, მაშინ, იქნებ, ჯობდეს ფეხბურთს შეეშვას"; "ასეთი აღნაგობით, როგორ ახერხებს ფეხბურთის თამაშს? ხანდახან ხომ თამაშობს".

SPORT.TUT.BY-მა, tribuna-მ, Прессбол-მა და სხვებმა უკვე დაწერეს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ინიციატივით გამოვიდა, ევრო 2020-ის პლეი ოფის მატჩები გადაიდოს და არ ჩატარდეს ის უმაყურებლოდ.

ბელარუსები აშუქებენ, თუ ახალი კორონავირუსის რამდენი შემთხვევაა დაფიქსირებული საქართველოში და რა ტემპით იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი.

ბუნებრივია, ფანების კომენტარები ამ სიახლეებსაც აქვს: "გადმოიტანეთ მინსკში, აქ ნაკლები შემთხვევაა დაფიქსირებული, ვიდრე საქართველოში", - წერს ერთ-ერთი ფანი. "ჩვენთან ხო "უკაზით" აიკრძალა კორონავირუსის გავრცელება", - ხუმრობს მეორე. "არ გამოიძახოთ ევროკავშირიდან და ამერიკიდან არავინ და არც ჩვენ გამოვიძახებთ", - წერს მესამე. საქმე ისაა, რომ ბელარუსებს ლეგიონერები არ ჰყავთ ნაკრებში არც ევროკავშირის ქვეყნებიდან და არც ამერიკიდან, ნაკრების ფეხბურთელები მხოლოდ რუსეთსა და ყაზახეთში თამაშობენ. "ქართველებს კარგად ვიცნობ - არ გააუქმებენ მატჩს. მათ კარგად იციან, რომ რეალური შანსი აქვთ ევრო 2020-ზე გასვლის. ასე რომ, თუ უეფა არ ჩაერია, მატჩი ჩატარდება".

წყარო : პოპსპორტი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (8)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)