სამწუხარო ინფორმაცია ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესახებ

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია / ევროტურნირები 14-მარ, 15:189 GioToServe 708
image



მაღალი ალბათობით, "უეფა" ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს გააუქმებს. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა "The Athletic".

ზემოაღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ფირმებს, კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომელთაც "ევრო-2020"-ის პროცესში აქტიური ჩართულობა ჰქონდათ დავალებული, ახალი ინსტრუქციები მიიღეს, რომელთა თანახმადაც, მათ ტურნირისათვის მზადების პროცესი უნდა შეაჩერონ.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი სტრუქტურები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მომავალ ზაფხულს ჩატარებას გეგმავენ.

ამგვარად, კორონავირუსის გამო, მაღალი ალბათობით, "ევრო 2020" მართლაც 2021 წლის ზაფხულს გაიმართება და ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად რამდენიმე დღეში, 17 მარტს უნდა დადასტურდეს.

წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი 12 ივნისს უნდა დაწყებულიყო და 11 ქვეყანაში ჩატარებულიყო.

ცოტა ხნის წინ, "ფიფამ" ქვეყნებს მოუწოდა, რომ ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებებში აღარ გამოიძახონ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (18)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)