მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: "კორონავირუსისგან თავს პოგბას ჟესტით დაიცავთ"

სიახლეები / ფეხბურთი / საფრანგეთი 14-მარ, 19:339 GioToServe 238
image



კორონავირუსთან დაკავშირებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ("WHO") "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას მიერ ინიცირებულ საინტერესო წინადადებას გამოეხმაურა.

პოლ პოგბამ საზოგადოებამ მოუწოდა, რომ დაავადებისგან თავი მისი საფირმო ჟესტით დაიცვას. "WHO"-მ ფრანგი ფეხბურთელის წინადადება მოიწონა.

"სწორი "დები" (პირისა და ცხვირის დაფარვა მოხრილი იდაყვით) იდეალური პრაქტიკაა იმისათვის, რომ "COVID-19"-ისგან დავიცვათ როგორც საკუთარი თავი, ასევე გარშემომყოფები. მადლობა თანადგომისათვის, პოლ პოგბა!" - ნათქვამია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც "WHO"-მ საკუთარი სოციალური ქსელის, "ტვიტერის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ორგანიზაციის მიერ განთავსებულ ფოტოზე ნათქვამია, რომ პოგბას ჟესტი ეფექტურია როგორც დაცემინების, ასევე დახველების დროს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ევროპაში მძვინვარებს, აზიაში კი დაავადების საგრძნობლად კლების ტენდენცია შეინიშნება, განსაკუთრებით კი ჩინეთში.

ვირუსის პანდემიამ მთელი სპორტული სამყარო შეაჩერა. კორონავირუსის გამო, შეჩერდა ინგლისური "პრემიერ-ლიგა", ფრანგული "ლიგა 1", "ლა ლიგა", "სერია A", პორტუგალიის საფეხბურთო ჩემპიონატი, ბელგიის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების გათამაშებები.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (43)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)