კორონავირუსი ლეგენდების წინააღმდეგ: დიეგო მარადონა იზოლირებულია

სიახლეები / ფეხბურთი / არგენტინა 14-მარ, 20:479 GioToServe 268
image



არგენტინულ კლუბ "ხიმნასიის" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონას იზოლირების გადაწყვეტილება მიიღო.

ეს ამბავი ისევ და ისევ კორონავირუსის პანდემიასთანაა დაკავშირებული. კლუბში თვლიან, რომ არგენტინელი რისკ-ჯგუფში შედის.

"უსაფრთხოებისათვის აუცილებელ ყველა საჭირო ზომას მივმართავთ. დღეიდან, გუნდისგან დიეგო მარადონაც იზოლირებული იქნება. მწვრთნელი პირველ სართულზე განთავსდება, ამიერიდან ის განცალკევებით იქნება, რადგანაც რისკ-ჯგუფს წარმოადგენს." - განაცხადა "ხიმნასიის" ექიმმა ფლავიო ტუნესიმ რადიო "Pronvincia"-სთან ინტერვიუში.

ცოტა ხნის წინ, მარადონამ კორონავირუსზე თავადვე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხალხი ამ დაავადებას არასერიოზულად ეკიდება რაც ძალიან ცუდია.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (18)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)