"ეს რომ მოხდეს, იქნება კატასტროფა" - ლევან კობიაშვილი განცხადებას აკეთებს

სიახლეები / ფეხბურთი 15-მარ, 17:279 crash 136
image



ტელეკომპანია იმედის სპორტულ გადაცემაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ერთა ლიგის მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, გულშემატკივრების ჯანმრთელობაზე ფიქრი კარგია, თუმცა მატჩის ჩატარების შემთხვევაში ფეხბურთელები დაინფიცირების რისკის ქვეშ იქნებიან:

“ჩვენ პირველი გამოვაქვეყნეთ განცხადება. ჩვენი პოზიცია იყო ან ვთამაშობთ მაყურებლით ან ეს თამაში არ უნდა ჩატარდეს. მაყურებლის გარეშე ამ შეხვედრის ჩატარება იყო მიუღებელი.

წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე მოთამაშე რომ გაცივდეს. ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდება იქ?. კარგია როდესაც ვფიქრობთ გულშემატკივარზე, თუმცა ცუდია ის რომ არ ვფიქრობდით ფეხბურთელებზე. დაველოდოთ სამშაბათს და გავიგებთ როგორი იქნება მატჩის ბედი“, - თქვა მან.

შეგახსენებთ, 17 მარტს უეფა პრესკონფერენციას გამართავს და ყველაფერი გახდება ცნობილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარტში გასამართი შეხვედრები, დიდი ალბათობით, გადაიდება.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (26)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)