ინგლისის "პრემიერ-ლიგა" შეჩერდა

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი 15-მარ, 18:009 GioToServe 152
image



კორონავირუსის გამო, ინგლისური "პრემიერ-ლიგის" ხელმძღვანელობამ ტურნირი დროებით შეაჩერა და შეჯიბრების გაგრძელებას 4 აპრილისათვის გეგმავს. რაღა თქმა უნდა, ჩემპიონატი განახლდება იმ შემთხვევაში, თუკი ევროპაში ვირუსთან დაკავშირებული ვითარება გაუმჯობესდება.

"პრემიერ-ლიგის" აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა რიჩარდ მასტერსმა "კოვიდ-19"-ით დაავადებულ ყველა ადამიანს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა:

"პირველ რიგში, მიკელ არტეტასა და კალუმ ჰადსონ-ოდოის სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ვიმედოვნებთ, რომ ყველა ადამიანი, ვინც "COVID-19"-ით ინფიცირდა, რეაბილიტაციას უმოკლეს დროში შეძლებს."

"თითოეული კლუბის წარმომადგენლობასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ინტენსიურ ურთიერთობაში ვიმყოფებით მთავრობებთანაც, რათა მოთამაშეების, თანამშრომლებისა და გულშემატკივრების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უზრუნველყოფილ იქნას."
- ნათქვამია ლიგის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი კორონავირუსის გამო ხანგრძლივი ვადით შეჩერდა და მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირი დასრულდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (8)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)