სანამ ის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა, "ტოტენჰემის" ფეხბურთელის ოჯახი დააყაჩაღეს

სიახლეები / პირადი ცხოვრება / ფეხბურთი / ესპანეთი 15-მარ, 18:209 GioToServe 143
image



"ტოტენჰემის" მცველის, იან ვერტონგენის სახლში მძარცველები შეიჭრნენ. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ფეხბურთელი "ლაიფციგის" წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის მატჩს ატარებდა. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს პრესტიჟული ბრიტანული გამოცემა "Daily Express".

როგორც ირკვევა, ამ დროს, ვერტონგენის სახლში 2 შვილთან ერთად, მისი მეუღლე იმყოფებოდა.

ზემოხსენებული წყაროს თქმით, ყაჩაღები მოთამაშის ოჯახის წევრებს დანებითა და მაჩეტეებით ემუქრებოდნენ და სახლში ძვირფასეულობას ეძებდნენ.

საბედნიეროდ, 32 წლის ფეხბურთელის არცერთი ოჯახის წევრი ფიზიკურად არ დაზარალებულა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, იანმა 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, "ტოტენჰემთან" კონტრაქტი კი მცველს მომავალ ზაფხულს უმთავრდება და შესაძლოა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა სხვა გუნდში განაგრძოს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (8)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)