"ბიგ მაკი" მიყიდეო" - რუნიმ რონალდუსთან ერთად "მაკდონალდსში" სტუმრობა გაიხსენა

სიახლეები / პირადი ცხოვრება / ფეხბურთი / ინგლისი 15-მარ, 18:389 GioToServe 169
image



"მანჩესტერ იუნაიტედში" უეინ რუნი და კრიშტიანუ რონალდუ თანაგუნდელები იყვნენ.

"წითელი ეშმაკების" ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად გატარებული ერთი საღამო გაიხსენა:

ფეხბურთელმა პორტუგალიელ ვარსკვლავთან ერთად "მაკდონალდსში" სტუმრობა გაიხსენა:

"როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავედი, კრიშტიანუს დავუახლოვდი. ჩვენ ერთად მივდიოდით როგორც თამაშებზე, ასევე ვარჯიშებზე."

"მორიგ თამაშამდე 1 დღით ადრე, წინა ღამით, რონალდუმ "მაკდონალდსში" შესვლა ისურვა - მას "ბიგ მაკის" ჭამა ძალიან მოუნდა."

"როგორც ჩანს, საქმე იმაში იყო, რომ რონალდუს წონის მომატება სურდა, მაშინ ძალიან გამხდარი იყო."

"ავტომობილს მე ვმართავდი და ასევე მე მომიწია მისი "ბიგ მაკისათვის" "მაკდონალდსში" შესვლა."
- ციტირებს რუნის სიტყვებს ბრიტანული გამოცემა "Goal".

შეგახსენებთ, რომ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" 2003-2009, რუნი კი 2004-2017 წლებში თამაშობდა.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (43)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)