ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჩატარების ახალი თარიღი ცნობილია

სიახლეები / ფეხბურთი / ევროტურნირები 15-მარ, 18:519 GioToServe 158
image



2020 წლის ევროპის ჩემპიონატი შესაძლოა დეკემბერში ჩატარდეს.

ცოტა ხნის წინ, "ევრო 2020"-ის დეკემბერში გადატანის შესაძლობას გამოცემა "iSport" განიხილავდა, ახლა კი იდენტურ ინფორმაციას აჟღერებს "The Telegraph".

ზემოაღნიშნული წყაროების თქმით, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის დეკემბერში ორგანიზების ალტერნატივას საკუთრივ "უეფა" განიხილავს.

როგორც იცით, ევროპაში ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი კორონავირუსის გამო შეჩერებულია. "ევრო 2020"-ის გადადების შემთხვევაში, კლუბებს დროებით შეჩერებული ქვეყნის ჩემპიონატების დასრულება ზაფხულში შეეძლებათ.

"უეფა" აღნიშნულ საკითხზე აქტიურად მსჯელობს და ორგანიზაციის მიერ მიღებული ოფიციალური გადაწყვეტილება 17 მარტს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჩატარება თავდაპირველად 2020 წლის 12 ივნისიდან 12 ივლისამდე იგეგმებოდა.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (49)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)