ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი სავარაუდოდ გადავადდება

სიახლეები / ფეხბურთი 15-მარ, 21:549 GioToServe 143
image



კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მთელს პლანეტაზე, საფეხბურთო ტურნირები გაურკვეველი დროით შეჩერდა. სავსებით ლოგიკურია, რომ შეიცვალოს მოახლოებული სატრანსფერო ფანჯრის ვადებიც.

არსებობს იმედი იმისა, რომ მაისის ბოლოს, საშიში ეპიდემიის მასშტაბები დაიკლებს და შემცირდება. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, "სერია A"-ს ხელმძღვანელობა აპირებს, რომ შეჩერებული ჩემპიონატი ივნისის ბოლომდე დაასრულოს.

რაც შეეხება "უეფას", განიხილება ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მომავალ წელს ჩატარების ალტერნატივა.

მოვლენების ზემოხსენებული განვითარების შემთხვევაში, ზაფხულის სანტრასფერო პერიოდი ივლისის ნაცვლად, სავარაუდოდ აგვისტოში ან უფრო გვიან გაიხსნება.

ცოტა ხნის წინ, მთელმა რიგმა პრესტიჟულმა გამოცემებმა ივარაუდეს, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი შესაძლოა დეკემბერში ჩატარდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სპეციალური საბჭოს ოფიციალურ გადაწყვეტილებას 17 მარტს შევიტყობთ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (12)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)