"ჩელსის" ფეხბურთელმა პარკში გაისეირნა, კარანტინის წესები დაარღვია და დაისაჯა

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი 16-მარ, 18:049 GioToServe 173
image



"ჩელსის" ნახევარმცველმა მეისონ მაუნტმა სავალდებულო საკარანტინო რეჟიმი დაარღვია.

მას შემდგომ, რაც "ლურჯების" ფეხბურთელ ჰადსონ-ოდოის კორონავირუსი დაუდგინდა, შესაბამისად 21 წლის მაუნტიც კარანტინში იქნა მოთავსებული.

დღეისათვის, "არისტოკრატების" ფეხბურთელებელი 14-დღიან სავალდებულო კარანტინში იმყოფებიან.

თუმცაღა, პრესტიჟული ბრიტანული გამოცემის "Mirror"-ის ინფორმაციით, გულშემატკივარმა მაუნტი ლონდონის ერთ-ერთ პარკში შენიშნა.

ფეხბურთელი "ვესტ ჰემის" ნახევარმცველ დეკლან რაისთან ერთად სეირნობდა. ფეხბურთელებს სამედიცინო ნიღბები ეკეთათ, მაგრამ მათ თვითიზოლაციის წესები მაინც დაარღვიეს.

ამ საქციელის გამო, მეისონ მაუნტი დაისჯება. "ჩელსიმ" ფეხბურთელს მასზე დაკისრებული ვალდებულებები შეახსენა, მაგრამ შესაძლოა, რომ მოთამაშეს ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწიოს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, ევროპის სხვა საფეხბურთო ჩემპიონატებს შორის, შეჩერდა ინგლისური "პრემიერ-ლიგაც", რომელიც როგორც მინიმუმ 4 აპრილამდე ვერ განახლდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (22)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)