რატომ არ შეჩერდა უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატი და მოხდება თუ არა ეს ?

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 16-მარ, 18:149 GioToServe 147
image



უკრაინული "პრემიერ-ლიგის" აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ევგენი დიკიმ საფეხბურთო ჩემპიონატსა და კორონავირუსის პანდემიას შორის არსებულ კავშირზე ისაუბრა:

"ჯერ-ჯერობით, ჩვენს ლიგაში მოასპარეზე არცერთ ფეხბურთელს კორონავირუსი არ აქვს, ამიტომაც თამაშები გრძელდება."

"ნებისმიერ შემთხვევაში, ტურნირში მონაწილეთა უსაფრთხოება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს."

"იმ შემთხვევაში, თუკი აუცილებელი გახდება შეჯიბრების შეჩერება ან გაუქმება, შესაბამისი რეაგირება გვექნება. ეს რომ გახდეს საჭირო, აუცილებლად გავაკეთებთ."

"ნორმატივებისა და უფლებებთან დაკავშირებული დოკუმენტების შედგენის პროცესში, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსგავსი სცენარი განვითარდებოდა. მალე შეიკრიბება ფეხბურთის ფედერაცია და გადაწყვეტილებასაც მივიღებთ."
- განაცხადა ფუნქციონერმა პროგრამა "ველიკი ფუტბოლ"-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ვირუსის თავიდან ასაცილებლად, უკრაინაში საფეხბურთო მატჩები დამსწრეების გარეშე იმართება.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (26)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)