წლევანდელი "ლა ლიგა" უქმდება

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი 16-მარ, 19:029 GioToServe 1566
image



ესპანეთში საფეხბურთო სეზონი შესაძლოა ნაადრევად დასრულდეს და ამის ალბათობა ძალიან მაღალია. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით "ლა ლიგის" პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ისაუბრა:

"ესპანეთში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელობასა და ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლობასთან სისტემატური კონტაქტი მაქვს. გასულ უქმეებზე, შესაბამისი სტრუქტურების თავჯდომარეებსაც ვესაუბრე. მიმდინარე კვირა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება."

"ახლა ჩვენ წლევანდელი "ლა ლიგის" გაუქმებაზე ვფიქრობთ. მიმდინარე კვირას, ევროპაში ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული."
- ციტირებს ტებასის სიტყვებს გამოცემა "AS".

თავდაპირველად, ევროპაში მძვინვარე კორონავირუსის გამო, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატები დროებით შეჩერდა, მაგრამ ახლა, მათი საბოლოოდ გაუქმება დადგა დღის წესრიგში.

ამ მხრივ, ესპანეთში სახარბიელო სიტუაცია ნამდვილად არ არის, რადგანაც ქვეყანაში "კოვიდ-19"-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად 4-ნიშნა რიცხვით იზრდება და მატულობს გარდაცვლილთა რაოდენობაც.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (36)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)