იაპონელმა თავჯდომარემ, რომელმაც თქვა, რომ ოლიმპიადა აუცილებლად ჩატარდებოდა, კორონავირუსი დაუდგინდა

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი / სხვა სახეობები / ოლიმპიური 17-მარ, 18:519 GioToServe 131
image



იაპონიის საფეხბურთო ფედერაციის თავჯდომარე კოძო ტაშიმა კორონავირუსით დაავადდა. აღნიშნული ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "Kyodo"-მ დაადასტურა.

62-წლის ფუნქციონერის ანალიზმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა.

ინფიცირებულ ტაშიმას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სხვა ინფორმაცია არ საჯაროვდება, თუმცა ცხადია, რომ ის რისკ-ჯგუფში შედის.

ეს პიროვნება იაპონიაში დაგეგმილი წლევანდელი ოლიმპიური თამაშების საკოორდინაციო საბჭოსა და კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტიცაა და საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად იყო ჩართული. ის ამტკიცებდა, რომ ოლიმპიადა აუცილებლად გაიმართებოდა.

მიუხედავად "კოვიდ-19"-ის შემთხვევების ზრდისა, იაპონია პოზიციებს არ თმობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში საგანგაშო ვითარება შექმნილი არ არის და ოლიმპიური თამაშები ტოკიოში უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით მაინც ჩატარდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (22)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)