<<>>

"როლან გაროსი" გადაიდო - შეიძლება წელს არცერთი "დიდი სლემი" აღარ ჩატარდეს

სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / მსოფლიო ჩოგბურთი 17-მარ, 20:529 GioToServe 331
image



საფრანგეთის ღია პირველობის, იგივე "როლან გაროსის" ორგანიზატორებმა საჩოგბურთო ტურნირის შემოდგომისთვის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.

"დიდი სლემის" ტურნირის ჩატარების ახალ შესაძლო თარიღად მოიაზრება პერიოდი 20 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე.

აღნიშნული ინფორმაცია საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის თავჯდომარე ბერნარდ გიუდიჩელიმ გააჟღერა.

თავდაპირველად, დაგეგმილი იყო, რომ "როლან გაროსი" 24 მაისიდან 7 ივნისამდე უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსმა სპორტულ სამყაროსაც უმწვავესად შეუტია:

"ეს ძალიან რთული, მაგრამ ამავე დროს გამბედავი გადაწყვეტილებაა. მსოფლიოში არასასურველი მოვლენები ვითარდება და იძულებული ვართ, ტურნირი გადავავადოთ."

"დიდი პასუხისმგებლობით ვმოქმედებთ. ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ, ამ ბრძოლაში სოლიდარობა გამოვამჟღავნოთ და ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ."
- აღნიშნა გიუდიჩელიმ.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას "უიმბლდონის" ჩატარების საკითხიც, ასევე ამერიკის ღია პირველობა, რომელიც 24 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე უნდა გაიმართოს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (43)
ივლისი 2020 (166)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (210)
მარტი 2020 (653)
სიტი-რეალი