"თუ კორონავირუსი არ მიდის ზლატანთან, მაშინ ზლატანი მივა კორონავირუსთან"

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია 18-მარ, 18:329 GioToServe 134
image



მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება ჩვეულ სტილში "მილანის" ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც გამოთქვა. უფრო ზუსტად, შვედი თავდამსხმელი იტალიას ვირუსთან ბრძოლაში საავადმყოფოების დაფინანსებით დაეხმარება:

"იტალია ძალიან მიყვარს. ამ ქვეყანამ ძალიან ბევრი რამ მომცა და შექმნილ მძიმე ვითარებაში, მინდა, რომ მას დავეხმარო. კოლეგებთან ერთად, ჰუმანიტარული საავადმყოფოების დახმარება დავისახეთ მიზნად. ამისათვის აქტიურად გამოვიყენებთ ჩვენს სოციალურ ქსელებს."

"თანაგუნდელებისა და სხვა სპორტსმენების დიდსულოვნებისა და ხელგაშლილობის იმედი გვაქვს, ასევე მათი, ვისაც ნებისმიერი მოცულობის თანხის გაღება შეუძლია. ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ კორონავირუსი. ნამდვილად შეგვიძლია საავადმყოფოების, ექიმებისა და მედდების დახმარება, რომლებიც პაციენტების სიცოცხლის შესანარჩუნებლად ძალებს არ ზოგავენ. დღეს, სწორედ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვისაც მსოფლიოს გამხნევება ევალება."

"მოდით, ერთად ვაჯობოთ პანდემიას და ეს მატჩი მოვიგოთ. დაიმახსოვრეთ: თუკი ვირუსი ზლატანთან არ მიდის, მაშინ ზლატანი მიდის ვირუსთან."
- ამბობს ზლატან იბრაჰიმოვიჩი თავისი ოფიციალური სოციალური ქსელის, "ინსტაგრამის" ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპაში კორონავირუსის ყველა დიდი კერა სწორედ იტალიაა. ყოველდღიურად, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დაახლოებით 3,500-ით იზრდება, დაღუპულთა რაოდენობა კი - მიახლოებით 400-ით.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (22)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)