როგორ გრძნობს თავს ჰადსონ-ოდოი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინეს ?

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი 18-მარ, 18:459 GioToServe 220
image



ახლახანს, "ჩელსის" ვინგერი კალუმ ჰადსონ-ოდოი კორონავირუსით დაინფიცირდა, თუმცაღა, რამდენიმე დღის შემდგომ, იგი ადვილად გამოჯანმრთელდა.

ლონდონელების მთავარმა მწვრთნელმა ინგლისელი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და სპორტულ საზოგადოებას მიმართა:

"ძალიან მიხარია, რომ ვირუსთან ბრძოლაში, ჰადსონ-ოდოის შთამბეჭდავი რეზულტატი ჰქონდა და გაიმარჯვა. ახლა იგი თავს ისევე გრძნობს, როგორც დაავადებამდე. ზუსტად ამავე სიახლეს ველოდით."

"რაღა თქმა უნდა, ჩემთვის გასაგებია, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული ყველა ადამიანი გამოჯანმრთელებას ვერ ახერხებს. მე ეს ძალიან მაწუხებს. მთელ სპორტულ საზოგადოებას სრული სერიოზულობით მივმართავ, რომ შექმნილ მძიმე სიტუაციას პასუხისმგებლობით მოეკიდოს და თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას დიდი ყურადღება დაუთმოს."
- ციტირებს 41 წლის ლამპარდის სიტყვებს პრესტიჟული გამოცემა "Mirror".

სამწუხაროდ, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდება, მატულობს პროფესიონალ სპორტსმენთა დაავადების შემთხვევებიც.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (127)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი