"კარანტინის დამრღვევი ქვეყნის და ერის მტერია" - გიგა კუხალაშვილის განცხადება

სიახლეები / ფეხბურთი 19-მარ, 15:539 crash 125
image



შერეული ორთაბრძოლების ქართველმა სპორტსმენმა, გიგა კუხალაშვილმა, საქართველოში მიმდინარე ვითარებაზე კომენტარი გააკეთა.

მებრძოლმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც მადლობას უხდის ექიმებს და ითხოვს იმ ხალხის ვინაობის დასახელებას, რომლებიც შიდა კარანტინს შეგნებულად არღვევენ. Crystalsport.ge განაცხადებას უცვლელად გთავაზობთ :

„მოგესლამებით მეგობრებო!

მინდა ორიოდე სიტყვა დავწერო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ჩვენი ექიმების სწრაფი და ეფექტური რეაგირება ვირუსთან ბრძოლაში და საჯაროდ გამოვხატო მათ მიმართ ჩემი აღფრთოვანება. სიმართლე რომ გითხრათ, პირადად მე არ ველოდი ჩვენი მედიცინასგან ასეთ შედეგებს მტერთან - სახელად “კორონა”-სთან ბრძოლაში; მტერთან, რომელიც დღეს ებრძვის არამხოლოდ საქართველოს არამედ მთელ კაცობრიობას! ქედს ვიხდი თქვენს წინაშე!

მე არასდროს გამიკეთებია პოლიტიკური განცხადება და ყოველთვის ვიკავებ თავს ამა თუ იმ პარტიის შესახებ საუბარზე, მაგრამ დღეს მინდა გამოვეხმაურო , როგორც მმართველი, ასევე სხვა წამყვანი ოპოზიციური პარტიების ქმედებებსა და განცხადებებს. თურმე ვირუსი ყოფილა საჭირო იმისათვის, რომ მომესმინა სიტყვები: “დღეს ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე”. ალბათ სადმე პარალელური სამყაროს საქართველოში(თუკი ასეთი არსებობს), არ არის ოპოზიცია და პოზიცია და ყველას ერთი გეზი აქვთ აღებული, იყოს ეს თუნდაც სწორი და თუნდაც არასწორი გზა, მე ვწერ ამას , როგორც ერთიანობას მოწყურებული ადამიანი!

ასევე, ჩემთვის რა თქმა უნდა გასაგებია და სრულიად ვეთანხმები იმას , როდესაც არ ასაჯაროვებენ იმ პიროვნებების პირად მონაცემებს, რომლებიც ებრძვიან კორონა ვირუსს, მაგრამ მე მოვითხოვ და ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ გასაჯაროვდეს ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი თავისი ფოტოებით, რომლებიც შეგნებულად არღვევენ კარანტინისა და შიდა იზოლაციის წესებს. ჩვენ ვალდებულები ვართ ვიცნობდეთ ამ პრო#ებს! ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვის არ უნდა ჩამოვართვათ ხელი, როგორც ვაჟკაცს და ვის არ უნდა ვუწოდოთ ქართველი მანდილოსანი. 3000 ლარი ჯარიმის სახით ეს არის თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობის საფასური, რომელიც სრულიად შეუსაბამოა დანაშაულთან ქვეყნისა და ერის წინაშე!“




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (18)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)