კორონავირუსის გამო, შვეიცარიულმა კლუბმა აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება მიიღო

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 19-მარ, 19:249 GioToServe 139
image



ქვეყანაში გავრცელებული კორონავირუსის გამო, შვეიცარიული საფეხბურთო კლუბი "სიონი" ფეხბურთელებთან კონტრაქტებს წყვეტს. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

ჟურნალისტის ინფორმაციით, "სიონის" პრეზიდენტი კრისტიან კონსტანტინი იძულებულია ეს გააკეთოს, რადგანაც კლუბს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა.

ბიზნესმენისთვის მიუღებელია ის გარემოება, რომ ქვეყანაში კარანტინის არსებობის პერიოდში, მისი გუნდი საპრიზო თანხებს ვერ მიიღებს, რის ფონზეც, ფეხბურთელები კუთვნილ ხელფასებს ელიან.

კონსტანტინმა კლუბის თანამშრომლებსაც წაუყენა ულტიმატუმი და განუცხადა, რომ მათ ან ფულადი ანაზღაურება შეუმცირდებათ, ან კუთვნილ სამუშაო ადგილებს საერთოდ დაკარგავენ.

შვეიცარიის ფეხბურთის ასოციაციამ კონსტანტინის ქმედებები გააპროტესტა, დაგმო, მას აღმაშფოთებელი უწოდა და სპეციალისტის მიდგომა სრულიად მიუღებლად მიიჩნია. კონსტანტინის გადაწყვეტილებას გმობენ გუნდის ცნობილი ფეხბურთელები ალექს სონგი, იოჰან ჟურუ, სეიდუ დუმბია და სხვანი.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (43)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)