იოვიჩმა კარანტინი დაარღვია, პრემიერ-მინისტრი განარისხა, შეყვარებული კი გააბედნიერა

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი 19-მარ, 19:369 GioToServe 148
image



მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით სპეციალური ზომებია მიღებული და ადამიანებს ქვეყნიდან ქვეყანაში გადაადგილება მაქსიმალურად ეზღუდებათ, მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა ესპანეთიდან სერბეთში დაბრუნება მაინც გადაწყვიტა.

ფორვარდმა მადრიდელთა ხელმძღვანელობის მიერ ესპანეთში დარჩენის რეკომენდაცია უგულებელყო და მაშინ, როდესაც სავალდებულო კარანტინში უნდა ყოფილიყო, სამშობლოში დაბრუნება მაინც გადაწყვიტა. ამგვარი მიდგომით, მან სერბეთის პრემიერ-მინისტრ ანა ბრნაბიჩის დიდი უკმაყოფილება და რისხვა დაიმსახურა:

"ჩვენ გვაქვს ქცევის ცუდი მაგალითებიც, როდესაც ფეხბურთელები, რომლებიც მილიონებს გამოიმუშავებენ, სავალდებულო თვითიზოლაციის მოთხოვნებს არ ემორჩილებიან და დამოუკიდებლად ბრუნდებიან სამშობლოში." - განაცხადა ბრნაბიჩმა და რა თქმა უნდა, მან იოვიჩი იგულისხმა.

ამას გარდა, გამოცემა "Informer" იუწყება, რომ იოვიჩი ბელგრადის ქუჩებში თავისუფლად სეირნობდა და თავისი შეყვარებულის დაბადების დღეს თამამად აღნიშნავდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ლუკა იოვიჩი გამოტყდა და თქვა, რომ იგი ზუსტად იმავე აუზში ცურავდა, რომელშიც კორონავირუსით დაავადებული "რეალის" კალათბურთელი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (14)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)