ცნობილია თარიღი, თუ როდემდე არ განახლდება ფეხბურთი ევროპაში

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი 19-მარ, 20:069 GioToServe 164
image



ინგლისის ფეხბურთის წარმომადგენლობამ მიიჩნია, რომ მოთამაშეებისა და გულშემატკივრების ჯანმრთელობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფეხბურთი, რის გამოც, მენეჯმენტი თამაშების განახლებას არ დააჩქარებს:

"ჩვენ ყველას იდეალურად გვესმის, რომ ქვეყნებში, მათ შორის ინგლისში, მძიმე ვითარებაა შექმნილი. "FA", "პრემიერ-ლიგა", ინგლისის საფეხბურთო ლიგა და ქალთა პროფესიონალური ლიგა - ჩვენ ყველანი ერთ აზრს ვიზიარებთ და ვფიქრობთ "COVID-19"-ით დაზარალებულებზე, გარდაცვლილებზე, ინფიცირებულებზე."

"რაღა თქმა უნდა, გვეფიქრება 2019/20 წლის საფეხბურთო სეზონის განახლებასა და შესაბამის გზებზეც, მაგრამ ევროპული ლიგების განახლება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. გვინდა, რომ ტურნირები ჩამთავრდეს მაშინ, როდესაც ეს უსაფრთხო და შესაძლებელი იქნება."

"კოლექტიურად შევთანხმდით, რომ ფეხბურთი ინგლისში 1 მაისამდე შეჩერებულია და აღნიშნულ თარიღამდე არ განახლდება."
- ნათქვამია ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპაში კორონავირუსი მძვინვარებს, რომლის მასშტაბებიც დღითიდღე უსწრაფესი ტემპით იზრდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (18)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)