გიგანტური ნახტომი

სიახლეები / ფეხბურთი 15-სექ, 15:069 Sportnews 1854


საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას მიერ გამოქვეყნებულ სექტემბრის თვის რეიტინგში, აგვისტოსთან შედარებით 21 პოზიციით წინ წაიწია და 89-ე ადგილზე იმყოფება. ცხადია, ნაკრების წინსვლა იმით აიხსნება, რომ თემურ ქეცბაიას მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, მიმდინარე წელს გუნდს ჩატარებული 5 შეხვედრიდან არცერთი წაუგია - 1 გამარჯვება და 4 ფრე.

ბოლო წლებში რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებელი საქართველოს ნაკრებს 2008 წლის სექტემბერში ჰქონდა, როდესაც 77-ე ადგილზე იმყოფებოდა. 2009 წლის იანვრიდან მოყოლებული კი “ჯვაროსნები” ასეულს მიღმა იყვნენ.

რაც შეეხება დღეს გამოქვეყნებულ რეიტინგს, მას სათავეში კვლავ ესპანეთის ნაკრები უდგას და არც ჰოლანდიას დაუთმია მე-2 პოზიცია, ხოლო აქამდე მე-3 ადგილზე მყოფ ბრაზილიელებს გერმანელებმა გადაასწრეს.

ფიფას ვერსიით სექტემბრის თვეში საუკეთესო ნაკრებთა 20-ეული ასე გამოიყურება:

1 (1). ესპანეთი - 1824
2 (2). ჰოლანდია - 1663
3 (4). გერმანია - 1490
4 (3). ბრაზილია - 1480
5 (5). არგენტინა - 1351
6 (7). ინგლისი - 1191
7 (6). ურუგვაი - 1182
8 (8). პორტუგალია - 1049
9 (9). ეგვიპტე - 1034
10 (10). ჩილე - 1004
11 (11). ხორვატია - 998
12 (12). საბერძნეთი - 973
13 (11). იტალია - 965
14 (22). ნორვეგია - 958
15 (13). სერბეთი - 945
16 (27). სლოვაკეთი - 919
17 (15). პარაგვაი - 904
18 (18). აშშ - 899
19 (19). სლოვენია - 897
20 (23). განა – 889

............
36 (38). ისრაელი - 721
68 (49). ლატვია - 494
89 (110). საქართველო - 357
150 (151). მალტა - 96


შემდეგი თამაში საკუთარ მოედანზე მალტასთან გვიწევს და ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოვიგოთ, თუ ვერ მოვიგეთ ეს შეხვედრა ჩვენი წინსვლა შეწყდება და უკან ჩამოვქვეითდებით ისევ, თუმცა სუყველა მხოლოდ მოგებასა და წინ წაწევაზე ვფიქრობთ.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 15 სექტემბერი 2010 15:23
89–ე ადგილი ძაან კაია იმედია სულ წინ და წინ წავიწევთ , მალტას უეჩველი უნდა მოვუგოთ და ლიტვასთან მინიმუმ არ უნდა წავაგოთ.
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (26)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)