ფრანკ რიბერის დიდებული საქციელი კორონავირუსთან ბრძოლაში

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია 19-მარ, 20:179 GioToServe 153
image



კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, "ფიორენტინას" ნახევარმცველი ფრანკ რიბერიც ჩაერთო. მან საქველმოქმედო ფონდო გახსნა და სპეციალური აქცია წამოიწყო.

ფრანგული გამოცემის, "L'Équipe"-ს თქმით, ვეტერანმა ფეხბურთელმა ფლორენციის საავადმყოფოებს, სადაც პანდემიას ყოველდღიურად თავგანწირვით ებრძვიან და ადამიანთა გადარჩენას ცდილობენ, 50 ათასი ევრო უკვე გადაურიცხა.

ახლახანს წამოწყებული შესანიშნავი კამპანიის მიზანი საერთო ჯამში 500 ათასი ევროს შეგროვება გახლავთ.

ცოტა ხნის წინ გაირკვა ისიც, რომ "მილანის" ყოფილმა პრეზიდენტმა კორონავირუსის დასამარცხებლად 10 მილიონი ევრო გაიღო - საუბარია სილვიო ბერლუსკონიზე.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (18)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)