სიახლე ესპანური ფეხბურთის შესახებ - "ლა ლიგის" პრეზიდენტი დაიმედებულია

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი 19-მარ, 20:429 GioToServe 138
image



"უეფა" "პრიმერასთან" ერთად იმედოვნებს, რომ ესპანეთის ჩემპიონატის დასრულება 30 ივნისამდე შესაძლებელი იქნება. ამის თაობაზე "ლა ლიგის" პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ისაუბრა.

"ჩვენ ვსაუბრობთ სცენარზე, როდესაც თამაშების განახლებას მაისის შუა რიცხვებში ან თვის მიწურულს მოვახერხებთ. ეს ტურნირების განახლების ყველაზე გვიანი პოტენციური თარიღია და ასეთ შემთხვევაში, სეზონის 30 ივნისამდე დასრულებას ჩვენ მოვახერხებთ."

"მოვლენების განვითარების სხვა სცენარებიც არსებობს და ისინი ბევრად უფრო უსიამოვნოა."

"შესაძლებელია, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩების ჩატარება უქმეებზეც მოესწროს, რაც ჩვენ გარკვეული დროის რეზერვს მოგვცემს, რათა მწყობრში ჩავდგეთ."

"კალენდარული გათვლები ჯერ კიდევ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ოფიციალურად გადადებამდე შევიმუშავეთ, ასე რომ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები."
- ციტირებს ტებასის სიტყვებს ესპანური გამოცემა "Marca".

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური განცხადების თანახმად, ინგლისში 1 მაისამდე ფეხბურთის განახლებას არ გეგმავენ.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (36)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)