იგუაინმა კორონავირუსით ინფიცირებული იტალიიდან გაქცევა სცადა, მაგრამ...

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია / არგენტინა 19-მარ, 21:389 GioToServe 164
image



ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი გონსალო იგუაინი კერძო თვითმფრინავით იტალიის დატოვებას გეგმავდა, მაგრამ არ გამოუვიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა "La Repubblica".

წყაროს თქმით, ფეხბურთელი ტურინის აეროპორტში გაემგზავრა, მაგრამ თვითმფრინავში ბარგით შესვლის მომენტში, იგი პოლიციამ გააჩერა.

იგუაინმა პოლიციას შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინდა, რომ იგი კორონავირუსით ინფიცირებული არ არის, მაგრამ სამართალდამცველებისათვის ეს არგუმენტი საკმარისი არ აღმოჩნდა.

შედეგად, ფეხბურთელს სავალდებულო კარანტინში კიდევ ერთი კვირის გატარება მოუწევს.

გონსალო იგუაინი მშობლიურ არგენტინაში ცდილობდა დაბრუნებას, სადაც დღემდე კორონავირუსის სულ 100-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.

შეგახსენებთ, რომ ტურინის "იუვენტუსის" რიგებში, პირველად მცველი დანიელე რუგანი დაინფიცირდა, მოგვიანებით კი კორონავირუსი ბლეზ მატუიდისაც დაუდგინეს.

სასიხარულოა, რომ ახლახანს, ვირუსისგან "ჩელსის" ფეხბურთელმა ჰადსონ-ოდოიმ გამოჯანმრთლება წარმატებით და ძალიან სწრაფად მოახერხა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (12)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)