როგორ გრძნობს თავს კორონავირუსით დაავადებული მიკელ არტეტა ?

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი 20-მარ, 18:479 GioToServe 149
image



"არსენალის" პრესსამსახურმა ინგლისური გუნდის ფეხბურთელებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა:

"ჩვენი კლუბის ყველა ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის თითოეული წევრი სახლშია იზოლირებული, მათ შორისაა არტეტაც."

"ბედნიერნი ვართ გაცნობოთ, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა თავს ბევრად უკეთ გრძნობს, ვიდრე გასულ დღეებში."

"იგი კარგ განწყობაზეა, თანაშემწეებთან ერთად, იგი სამომავლო გეგმებს განიხილავს, მომავალ მატჩებზე საუბრობს და ფეხბურთელებს რეგულარულად ეხმიანება."

"არტეტასთან ერთად, "მეთოფეების" ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია და ჩვენ ყველანი ერთმანეთთან კონტაქტს ვინარჩუნებთ."
- ნათქვამია ინგლისური გრანდის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "მეთოფეების" სპეციალისტ მიკელ არტეტას კორონავირუსი 13 მარტს დაუდგინეს, რის შემდგომაც, კარანტინში გასვლა "არსენალს" სრული შემადგენლობით მოუწია.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ინგლისში ფეხბურთი როგორც მინიმუმ 1-ლ მაისამდე არცერთ შემთხვევაში არ განახლდება.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (43)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)