რონალდუ თუ მესი - პელემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / იტალია / ბრაზილია 20-მარ, 18:549 GioToServe 218
image



ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ საუკეთესო ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა:

"ვფიქრობ, რომ დღესდღეობით, საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა. სხვებთან შედარებით, ის გაცილებით უფრო სტაბილურია."

"თუმცაღა, არ უნდა დაგვავიწყდეს არც ლიონელ მესი."

"ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი? ამაზე პასუხის გაცემა ძნელია. გავიხსენოთ ზიკო, რონალდინიო, რონალდო..."

"ევროპას თავისი ლეგენდები ჰყავდა - კროიფი, ბეკენბაუერი..."

"აი, მე მაინც ყველა მათგანს ვჯობდი. რატომ? იმიტომ, რომ თითოეულ მათგანს მე მადარებენ."
- ციტირებს 79 წლის პელეს სიტყვებს გამოცემა "A Bola".

შეგახსენებთ, რომ რონალდუს "ოქროს ბურთი" 5-ჯერ აქვს მოგებული, მესის კი იდენტური ჯილდო 6-ჯერ გადაეცა.

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ კორონავირუსის გამო, პელემაც თვითიზოლაციაში გადაინაცვლა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (129)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი