სერბეთის პრეზიდენტი ლუკა იოვიჩს პატიმრობით დაემუქრა

სიახლეები / რეალი / ფეხბურთი / ესპანეთი 20-მარ, 19:149 GioToServe 1172
image



ახლახანს, მადრიდის "რეალის" ფორვარდმა ლუკა იოვიჩმა და "ასკოლის" ნახევარმცველმა ნიკოლა ნინკოვიჩმა კარანტინის წესები დაარღვიეს, რასაც სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი უმკაცრესი კრიტიკით გამოეხმაურა:

"ნინკოვიჩი ახლა თავის სასტუმროში იმყოფება, იოვიჩი კი თავის ბინაშია. იმ შემთხვევაში, თუკი ეს უკანასკნელი თავის საცხოვრებელს კიდევ ერთხელ დატოვებს, მაშინ იგი ციხეში ამოყოფს თავს. მაღალი ალბათობით, ისინი თავიანთ საქციელს უკვე ნანობენ. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ადამიანების ჯანმრთელობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ ორი ადამიანის ფული და სტატუსი." - ციტირებს ვუჩიჩის სიტყვებს ესპანური გამოცემა "AS".

შეგახსენებთ, რომ იოვიჩმა და ნინკოვიჩმა თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს.

აკრძალვისდა მიუხედავად, იოვიჩმა ესპანეთი დატოვა და სერბეთში დაბრუნდა, რის შემდგომაც, იგი ბელგრადის ქუჩებში სეირნობდა, მოგვიანებით კი მისი შეყვარებულის დაბადების დღე თამამად აღნიშნა.

ცოტა ხნის წინ, იოვიჩის ქმედება სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმაც დაგმო.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (43)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)