რონალდინიო, რომელიც 2005 წლის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, 40 წლის იუბილეს ციხეში აღნიშნავს

სიახლეები / პირადი ცხოვრება / ფეხბურთი / ბრაზილია 21-მარ, 17:559 GioToServe 147
image



დღეს, 21 მარტს, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების, "ბარსელონას", "მილანისა" და სხვა ცნობილი კლუბების ყოფილი თავდამსხმელი რონალდინიო 40 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ლეგენდარული ფეხბურთელი 1980 წელს პორტუ-ალეგრიში დაიბადა. თავისი საფეხბურთო კარიერა მან "ლანჟენდონკისა" და "ბელუ-ორიზონტის" ახალგაზრდულ კლუბებში წამოიწყო, შემდგომში კი "გრემიოში" გადაბარგდა.

2001 წელს, 21 წლის მოთამაშემ თამაში "პ.ს.ჟ."-ში განაგრძო, რის შემდგომაც მან გაიბრწყინა "ბარსელონასა" და "მილანში", შემდგომ კი თავის სამშობლოში დაბრუნდა, სადაც რაღა თქმა უნდა, სულ გამოირჩეოდა.

2005 წელს, "დინიო" ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ იქცა. მისი სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენდა. მასთან ერთად, საერთო სიაში შედიოდნენ ტიერი ანრი, რუდ ვან ნისტელროი და ანდრეი შევჩენკო.

რონალდინიომ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 97 მატჩი ჩაატარა და საერთო ჯამში 33 გოლი გაიტანა. მან 2005 წელს "ოქროს ბურთი" და სხვა არაერთი ჯილდოც დაიმსახურა.

პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის 2015 წელს დასრულების შემდგომ, ბრაზილიელი უფრო დიდი სიხშირით ხვდებოდა პრობლემატურ სიტუაციებში. 2020 წლის 5 მარტს, ყაბლი პასპორტის ქონის გამო, რონალდინიო და მისი ძმა პარაგვაის ციხეში აღმოჩნდნენ, სადაც დღემდე იმყოფებიან.

ამგვარად, ლეგენდარული "ჯადოქარი" თავის იუბილეს გისოსებს მიღმა აღნიშნავს, სადაც 6 თვემდე დროის გატარება მოუწევს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (12)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)