"იუვენტუსის" ვარსკვლავსა და მის შეყვარებულს კორონავირუსი დაუდგინდათ

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია 21-მარ, 23:059 GioToServe 172
image



ტურინის "იუვენტუსისა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფორვარდ პაულო დიბალასა და მის მეორე ნახევარ ორიანა საბატინის კორონავირუსი დაუდგინდათ.

აღნიშნული ინფორმაცია 26 წლის ფეხბურთელმა თავისი ოფიციალური სოციალური ქსელის, "ტვიტერის" ვებგვერდით გვაცნობა.

დიბალას თქმით, დაავადებისდა მიუხედავად, იგი თავს კარგად გრძნობს.

"ბებერი ქალბატონის" ოფიციალურ ვებგვერდმა დიბალას თანადგომა გამოუცხადა და განაცხადა: "პაულო, მთელი გუნდი შენთან ვართ!"

შეგახსენებთ, რომ "ბიანკონერის" რიგებში, პირველად მცველი დანიელე რუგანი დაინფიცირდა, შემდგომ კი დაავადებულთა რიგებს ბლეზ მატუიდიც შეემატა.

აქვე გეტყვით, რომ იტალიაში კორონავირუსის მასშტაბები დრამატულად იმატებს. 21 მარტს, ვირუსით ქვეყანაში 800-მდე ადამიანი გარდაიცვალა და "კოვიდ-19"-ის 6,600-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

"იუვენტუსის" ვარსკვლავსა და მის შეყვარებულს კორონავირუსი დაუდგინდათ




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (22)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)