კორონავირუსი მარუან ფელაინისაც დაუდგინდა

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 22-მარ, 16:549 GioToServe 106
image



"შანდუნ ლუნენის" ბელგიელ ნახევარმცველ მარუან ფელაინის კორონავირუსი დაუდგინეს. აღნიშნული ინფორმაცია ჩინურმა გამოცემამ "Sina Sport"-მა დაადასტურა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩინეთში ჩემპიონატები შეწყვეტილი იყო, მაგრამ ახლა, ქვეყანა ტურნირების განახლებას აპრილში გეგმავს.

ჩინეთში დაბრუნებისას, ფელაინის კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცაღა, მას დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

ზემოხსენებული გამოცემის თქმით, ფელაინი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იზოლირებულია და მკურნალობას გადის.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთიდან კორონავირუსის ძირითადმა კერამ ევროპაში გადმოინაცვლა, სადაც "კოვიდ-19"-ით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი დრამატული ტემპით იმატებს.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (36)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)