პაოლო მალდინი და მისი შვილი კორონავირუსით დაინფიცირდნენ

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია 22-მარ, 17:029 GioToServe 115
image



"მილანისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ პაოლო მალდინის, რომელიც ამჟამად "როსონერის" ტექნიკური ხელმძღვანელია, კორონავირუსი შეხვდა. აღნიშნული ინფორმაცია "მილანის" ოფიციალურ ვებგვერდზე დადასტურდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 51 წლის ფუნქციონერი ნაცნობებს შეხვდა, რის შემდგომაც, მათ "კოვიდ-19" აღმოაჩნდათ. მოგვიანებით, კორონავირუსის სიმპტომები პაოლოსაც აღენიშნებოდა. მან ანალიზი ჩააბარა და ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

მალდინის გარდა, კორონავირუსით დაავადდა პაოლოს შვილი დანიელიც, რომელიც ახალგაზრდული გუნდის წევრია.

მამა-შვილმა 2 კვირა სახლში დაჰყო და თანაც ისე, რომ მათ არავისთან არ ჰქონიათ კონტაქტი. სრულ გამოჯანმრთელებამდე, ისინი დროს სავალდებულო თვითიზოლაციაში გაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვს პაულო დიბალა და მარუან ფელაინიც შეემატნენ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (12)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)