"ატალანტას" ოთხი წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია 22-მარ, 17:389 GioToServe 168
image



"ატალანტას" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სამწუხარო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კლუბის ორი თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა.

ვირუსის მსხვერპლნი გახდნენ სკაუტი ალბინო ბრონი და ახალგაზრდული გუნდის მასაჟისტი სევერინო პოსენტი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "კოვიდ-19"-მა "ატალანტა" დაამწუხრა. ცოტა ხნის წინ, კორონავირუსით გარდაიცვალნენ ახალგაზრდულ გუნდში დასაქმებული ენცო მარანდო და ენცო დონინუ.

შეგახსენებთ, რომ პანდემია იტალიაში მძვინვარებს - დრამატული მასშტაბებით იმატებს როგორც ინფიცირებულთა, ასევე გარდაცვლილთა რიცხვი.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (23)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)