<<>>

"თვითიზოლაციაში ვარ.. ჯერ-ჯერობით მომწონს" - რას ყვება ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე

სიახლეები / ჩოგბურთი 22-მარ, 18:289 crash 192
image



გთავაზობთ ამონარიდს "აჭარასპორტის" ინტერვიუდან,ს ადაც მარიამ ბოლქვაძემ აღნიშნა რომ თვითიზოლაციაშია :

-მარიამ, როგორც ცნობილია, ვირუსის პანდემიად გამოცხადების პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდი. შეგექმნა თუ არა რაიმე ტიპის სირთულე, როგორ გადალახე და უკვე ახალი რეალობის პირობებში, როგორია მარიამ ბოლქვაძის დღის წესრიგი?

- დიახ, საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ვიმყოფებოდი ბრაზილიაში, სადაც ვაპირებდი 3 შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღებას, თუმცა პირველივე კვირას გავიგეთ, რომ ყველა შეჯიბრი გააუქმეს და სასწრაფოდ სახლში უნდა დავბრუნებულიყავით. მე და ჩემი მწვრთნელი მეორე დღესვე ლონდონში ჩავფრინდით და სწორედ აქედან, მეორე დღესვე ვაპირებდი საქართველოში გამომგზავრებას. სამწუხაროდ, ეს პირდაპირი რეისიც გააუქმეს და მომდევნო ფრენაც, რომლის ბილეთებიც დაუყოვნებლივ შევიძინე. უკანასკნელ ვარიანტად დარჩა ბელორუსიის გავლით წამოსვლა, შევიძინე ბოლო ბილეთი და ასე ვთქვათ, ჩამოვასწარი. ამ მომენტისთვის ვიმყოფები ბათუმში, თვითიზოლაციაში, ყველანაირად ვცდილობ ფორმის შენარჩუნებას და ვვარჯიშობ სახლის პირობებში, შეძლებისდაგვარად. ჯერ-ჯერობით ძალიან მომწონს მარტოობა, მაგრამ ჯერ მხოლოდ მესამე დღეა (იცინის).



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (43)
ივლისი 2020 (166)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (210)
მარტი 2020 (653)
სიტი-რეალი